სლოვაკეთში კორონავირუსზე მასობრივ ტესტირებას იწყებენ
27/10/2020 05:36:53 მსოფლიო
სლოვაკეთში კორონავირუსზე ტესტს ყველა მოქალაქეს ჩაუტარებენ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ოთხი დღის განმავლობაში 10 წელზე ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქეს ტესტირების გავლა მოუწევს.
სლოვაკეთში მიიჩნევენ, რომ ამ მეთოდის წარმატების შემთხვევაში, მისი გამოყენება სხვა ქვეყნებსაც შეეძლებათ.
სლოვაკეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ საყოველთაო ტესტირების ჩატარების შემდეგ, კარანტინის გამოცხადება და შეზღუდვების გამკაცრება საჭირო აღარ გახდება.ამჟამად, ქვეყანაში ნაწილობრივი კარანტინი მოქმედებს.
სლოვაკეთში 5,5 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს. ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 45 155 შემთხვევა. გარდაიცვალა 165 ადამიანი.


