Accentnews.ge
ლიეტუვას სამ დიდ ქალაქში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა​

ლიეტუვას სამ დიდ ქალაქში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა​

26/10/2020 23:49:38 მსოფლიო

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ლიეტუვას სამ დიდ ქალაქში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა​. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შეზღუდვები ამოქმედდება ქვეყნის დედაქალაქ ვილნიუსში, ასევე კაუნასსა და კლაიპედაში.

მთავრობის განკარგულებით, ამ ქალაქებში 28 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. მკაცრად შეიზღუდება კულტურული, გასართობ–სპორტული ღონისძიებები, ტრანსპორტის მოძრაობა: მოქალაქეებს უფლება ექნებათ, მხოლოდ სამსახურში, მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში მივიდნენ.

ბოლო 24 საათში ლიეტუვაში კორონავირუსის 766 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კარანტინი ლიეტუვის 60 მუნიციპალიტეტიდან 12-ში გამოაცხადეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S