Accentnews.ge
კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალს ტყუპები შეეძინა

კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალს ტყუპები შეეძინა

26/10/2020 21:02:26 საზოგადოება

კორონავირუსით დაინფიცირებულ ფეხმძიმეს ტყუპი ვაჟები შეეძინა.

როგორც ცნობილია, კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ 4 ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ყველა შემთხვევა წარმატებით დასრულდა. საკეისრო კვეთის შედეგად 5 ახალშობილი გაჩნდა, მათ შორის – ტყუპები.

“თითოეულ შემთხვევაში საკეისრო კვეთა ჩატარდა. განსაკუთრებით რთული იყო ერთი ორსულის მდგომარეობა, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. დედებიც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ,” - ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

ამ დროისთვის კლინიკაში 77 კოვიდდადებითი პაციენტი რჩება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S