კახა კუკავა COVID – 19–ით დაინფიცირდა
26/10/2020 19:28:36 საზოგადოება
პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა „ფეისბუქში", პირად გვერდზე წერს, რომ COVID – 19 დაუდასტურდა.
„მეგობრებო, სამწუხაროდ დამიდასტურდა COVID - 19, ამიტომაც ამ წუთიდან ბუნებრივია, ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში", - აღნიშნავს კუკავა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.
26 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 30303 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 11370, გარდაიცვალა 215 ადამიანი.


