Accentnews.ge
ცერცვაძე განმარტავს, ტოვებს თუ არა COVID-19 გართულებებს ორგანიზმში

ცერცვაძე განმარტავს, ტოვებს თუ არა COVID-19 გართულებებს ორგანიზმში

26/10/2020 15:21:16 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ რიგი კვლევების მიხედვით, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ვირუსი უკვალოდ არ ქრება – ორგანიზმში გარკვეულ დაზიანებებს ტოვებს.

„არსებული კვლევების მიხედვით, რომელიც ჯერ ძალიან ცოტაა, კორონავირუსი ტოვებს დაზიანებებს, გართულებებს: არის კვლევის შედეგები, რომ უკვალოდ ის არ გაივლის – ტოვებს დაზიანებებს ფილტვებში, ფიბროზული ზონრების სახით, ტოვებს გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემაში მიკროტრომბოზების სახით, ენდოთელიუმის დაზიანების სახით, შეიძლება, დარჩეს მიოკარდიტი, ტოვებს ცენტრალური ნერვიული სიატემის მხრივ გარკვეულ დაზისნებებს. მაგრამ ჯერჯერობით ეს არის ცალკეული კვლევის შედეგები. საკმარისი მტკიცებულებები, რომ კოვიდი ნამდვილად ტოვებს სერიოზულ დაზიანებებს, ჯერ არ არის“,– განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში მოქალაქეების, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, განმეორებითი კვლევებისთვის გამოძახება დაახლოებით, ერთი წლის თავზე მოხდება:

„ჩვენ ჯერ ასეთი კვლევა არ გვიწარმოებია. ეს პროგრამა შედგენილი გვაქვს, სამინისტროში არის დასამტკიცებლად და მოხდება ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტის გამოძახება და გამოკვლევა სამი, ექვსი თვისა და ერთი წლის თავზე, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენთვის, რომელიმე გაწერილ პაციენტს „კოვიდის“ გართულებების მიზეზით არ მოუმართავთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძე ტესტირების მექანიზმს განმარტავს:

„იმ შემთხვევაში, თუ კოორნავირუსის დადასტურებუდან გასულია ათი დღე და პაციენტს სიმპტომები არ აქვს, ან ათი დღის განმავლობაში ჰქონდა სიმპტომები, მაგრამ შემდეგ სამი დღე არა, მაშინ, გაწერისას პაციენტს ტესტი განმეორებით აღარ უკეთდება. ასეთია საერთაშორისო სტანდარტი, რამეთუ ითვლება, რომ პაციენტი ამ 13 დღის შემდეგ გადამდები არ არის. ამიტომ მას ტესტი არ უკეთდება“.

მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან რესურსები მობილიზებულია და არც საველე ჰოსპიტალის მოწყობის საჭიროებაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S