მიტროპოლიტის COVID–19–ით დაინფიცირებას საპატრიარქოში ჟურნალისტს უკავშირებენ
26/10/2020 14:25:17 საზოგადოება
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანეს კორონავირუსით დაინფიცირებას ჟურნალისტს უკავშირებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე მიტროპოლიტზე დაყრდნობით წერს.
„როგორც თავად მეუფემ მაცნობა, მასთან წინა კვირას ინტერვიუზე იმყოფებოდა ჟურნალისტი, რომელსაც მეორე დღეს დაუდასტურდა ვირუსი. ამის მეშემდეგ, სიფრთხილის გამო, მეუფე კონტაქტებისაგან თავს იკავებდა და იყო ფაქტიურად, თვითიზოლაციაში. მომდევნო დღეებში მან ჩაიტარა ტესტირება და დადასტურების შემდეგ, როგორც რეკომენდირებულია, იმყოფება იზოლაციაში, საკუთარ რეზიდენციაში. დღეისათვის ავადმყოფობის სიმპტომები არ ვლინდება:,– აცხადებს ჯაღმაიძე.
თავად მიტროპოლიტი კი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში აცხადებს, რომ ზუსტად თავადაც არ იცის, ვისგან გადაედო ვირუსი, ამიტომ, ვერაფერს იტყვის.
მისივე თქმით, მეუფეს გასულ კვირას მსახურება არ შეუსრულებია, აამდენად, მისი დასკვნით, ნაკლებადაა მოსალოდნელი, მეუფის გარემოცვაში ამ შემთხვევას გავრცელება მოჰყვეს.


