მიტროპოლიტი სტეფანე COVID-19–ით დაინფიცირდა
26/10/2020 11:10:16 საზოგადოება
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდგინდა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძეს თქმით, მიტროპოლიტ სტეფანესთან კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ცნობილია, რომ სასულიერო პირი წირვაზე იმყოფებოდა. თავად სასულიერო პირი ამბობს, რომ წირვისას პირბადე ეკეთა.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 603 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 30 303 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 215 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 11 370 პირი გამოჯანმრთელდა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 3769 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 832, კოვიდ–სასტუმროებში – 2 249, თვითიზოლაციაში – 27 736.


