Accentnews.ge
საფრანგეთის მთავრობის მრჩეველი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 100 000–ს გადააჭარბოს

საფრანგეთის მთავრობის მრჩეველი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 100 000–ს გადააჭარბოს

26/10/2020 10:30:37 მსოფლიო

საფრანგეთის მთავრობის მრჩეველი პანდემიის მართვის საკითხებში არ გამორიცხავს, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 100 000–ს გადააჭარბოს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 50 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩვენი მეცნიერების შეფასებით, კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 100 000–ს გადააჭარბოს", – განაცხადა ჟან ფრანსუა დელფრეისიმ და მოქალაქეებს რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ბოლო 24 საათში საფრანგეთში Covid-19-ით ინფიცირების 52 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებას 116 ადამიანი ემსხვერპლა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 34 761 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 1 138 507 შემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და კიდევ 8 ქალაქში (მარსელში, ლიონში, ექს-ან-პროვანსში, ლილში, რუანში, ტულუზაში, გრენობლში და მონპელიეში)"კომენდანტის საათი" და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 21 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის 16 თებერვლამდე გახანგრძლივებას გეგმავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 159 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 43 346 000–ზე მეტი ადამიანი, 31 906 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 11 370 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 215 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S