როგორი ამინდის იქნება არჩევნების დღეს
26/10/2020 10:09:26 საზოგადოება
სინოპტიკოსები უახლოსი დღეების განმავლობაში თბილ ამინდებს პროგნოზირებენ. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,
დასავლეთ საქართველოში 26-30 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული, ჰაერის ტემპერატურა კი +25, +30 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 28 – 29 ოქტომბერს ცალკეულ რაიონებში შესაძლოა, მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს, დანარჩენ დღეებში კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
31 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება.
„თბილისში 26-27 და 29-31 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. 28 ოქტომბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი +18 გრადუსამდე დაიკლებს",- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
ცნობისთვის: 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.


