Accentnews.ge
სომხეთში ბოლო 24 საათში Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2–ჯერ შემცირდა

სომხეთში ბოლო 24 საათში Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2–ჯერ შემცირდა

26/10/2020 08:39:53 მსოფლიო

სომხეთში ბოლო 24 საათში Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2–ჯერ შემცირდა. კერძოდ, დღე ღამის განმავლობაში დაავადება 973 ადამიანს დაუდასტურდა, გუშინ კი აღნიშნული მაჩვენებელი 2 314–ს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში სომხეთში კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 1 196 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 78 810 შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 159 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 43 346 000–ზე მეტი ადამიანი, 31 906 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 11 370 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 215 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S