Accentnews.ge
რა სახის შეზღუდვების დაწესებას განიხილავს მთავრობა

რა სახის შეზღუდვების დაწესებას განიხილავს მთავრობა

26/10/2020 07:27:15 საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მთავრობა სისტემურ შეზღუდვებს არ აწესებს.

„ვაგრძელებთ ვირუსთან ადაფტაციას და მის მართვას წერტილოვანი შეზღუდვებით, სადაც ეს საჭირო იქნება“,– აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ახალი შეზღუდვების საკითხი დამოკიდებულია მოქალაქეების მიერ უკვე გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხზე. ამ კონტექსტში მან პირბადის ტარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ღია სივრცეებშიც, სადაც საზოგადოების თავშეყრაა და დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.

„რომელი შეზღუდვებიც საჭირო იყო, მოქმედებს, ახალი შეზღუდვების დაწესებას კი დღეის მდგომარეობით, ყოველ შემთხვევაში, საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, არ ვაპირებთ. თუ რამე შეიცვლება, ამაზე საზოგადოებას ბუნებრივია, ინფორმაციას მივაწვდით“,– დასძინა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავრობა საგამგებო მდგომარეობაის გამოცხადების საკითხზე არ მსჯელობს, ვინაიდან, მისი თქმით, ეს საჭირო არაა.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 603 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 30 303 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 215 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 11 370 პირი გამოჯანმრთელდა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 3769 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 832, კოვიდ–სასტუმროებში – 2 249, თვითიზოლაციაში – 27 736.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S