Accentnews.ge
როგორ ნაწილდება საქართველოს რეგიონების მიხედვით COVID-19–ის ახალი შემთხვევები

როგორ ნაწილდება საქართველოს რეგიონების მიხედვით COVID-19–ის ახალი შემთხვევები

26/10/2020 07:11:15 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა. კერძოდ, მთავრობის მონაცემებით, რეგიონების მიხედვით COVID-19–ის ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 913;
  • აჭარა – 296;
  • იმერეთი – 337;
  • ქვემო ქართლი – 89;
  • შიდა ქართლი – 52;
  • გურია – 34;
  • სამეგრელო–ზემო სვანეთი – 90;
  • კახეთი – 13;
  • მცხეთა–მთიანეთი – 30;
  • სამცცხე–ჯავახეთი –11;
  • რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 7.

გასული 24 საათის განმავლობაში თბილისში გარდაიცვალა 8 პაციენტი, იმერეთში – 4, აჭარაში – 2.

სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 18 692 აქტიური შემთხვევაა, მათგან 3 832 მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის. მძიმეა 401 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 117 პირი.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 603 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 30 303 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 215 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 11 370 პირი გამოჯანმრთელდა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 3769 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 832, კოვიდ–სასტუმროებში – 2 249, თვითიზოლაციაში – 27 736.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S