Accentnews.ge
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19–ის 1800–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19–ის 1800–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

26/10/2020 06:50:21 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 603 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 30 303 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 215 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 11 370 პირი გამოჯანმრთელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბორი ორი დღის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების თვალსაზრისით კლების ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ, 24 ოქტომბერს 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; 25 ოქტომბერს – 1928.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 3769 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 832, კოვიდ–სასტუმროებში – 2 249.

25 ოქტომბრის მონაცემებით, თვითიზოლაციაში თვითიზოლაციაში იმყოფება 26 533 პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S