Accentnews.ge
"ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ბევრი სიცოცხლე გადარჩება"

"ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ბევრი სიცოცხლე გადარჩება"

26/10/2020 06:05:35 მსოფლიო

"ვულოცავ სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მრავალი სიცოცხლე გადარჩება", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ვულოცავ სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ პაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომლებიც დათანხმდნენ შუაღამისას ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლას. ბევრი სიცოცხლე გადარჩება. ვამაყობ ჩემი გუნდით: სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოთი, მისი მოადგილე სტივ ბიგენითა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოთი, რომ ამ შეთანხმებას მიაღწიეს!" - აცხადებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათიდან ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება. ამის შესახებ აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ ხელს უწყობს ინტენსიურ მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრებს და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შორის, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტამდე მიიყვანონ.

მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 29 ოქტომბერს კვლავ შეხვდებიან ჟენევაში და განიხილავენ შეთანხმებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S