Accentnews.ge
ესპანეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომლის გახანგრძლივებას მაისამდე გეგმავს

ესპანეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომლის გახანგრძლივებას მაისამდე გეგმავს

26/10/2020 05:20:47 მსოფლიო

ესპანეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომლის გახანგრძლივებას მაისამდე გეგმავს, – იუწყება CNN.

მისივე ცნობით, ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ქვეყანაში „კომენდანტის საათი“ ამოქმედდება.

როგორც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა აღნიშნა, "კომენდანტის საათი“ ყოველ დღე 23:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. პრემიერის თქმით, ახალი წესები ძალაში 26 ოქტომბრიდან 15 დღის განმავლობაში იქნება, თუმცა იგი აპირებს, პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის 9 მაისამდე გახანგრძლივების თხოვნით მიმართოს.

ბოლო რამდენიმე კვირაა ესპანეთში Covid-19-ის ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა.დაავადებამ 35 000-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 159 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 43 346 000–ზე მეტი ადამიანი, 31 906 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 10 767 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 201 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S