Accentnews.ge
ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა იწყება

ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა იწყება

25/10/2020 20:07:53 მსოფლიო

ბელარუსის ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს საყოველთაო გაფიცვა დაიწყება.

„რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა ბელარუსელებს, რომ ძალა არის ერთადერთი რამ, რისი უნარიც შესწევს მას,“ განაცხადა ციხანოუსკაიამ. „ამიტომ ხვალ, 26 ოქტომბერს, ქვეყნის მასშტაბით დაიწყება გაფიცვა“,- განაცხადა ციხანოუსკაიამ.

25 ოქტომბერს 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში აქციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ დიდი რაოდენობით პოლიციელები და სამხედრო ძალები გამოიყვანა ქუჩებში.

საპროტესტო გამოსვლები ზედიზედ მე-11 კვირა დღეს ტარდება მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა გაფრთხილება არასანქცირებულ დემონსტრაციებში მოქალაქეთა მონაწილეობის დაუშვებლობის შესახებ.

როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ვიასნა“ იტყობინება, დაკავებულია 120-ზე მეტი ადამიანი.

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ, რომელიც 1994 წლის შემდეგ არის ხელისუფლებაში და რომელიც, ოფიციალური მონაცემებით, წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებშიც გამარჯვებულად გამოცხადდა.

ბელარუსის ოპოზიცია აცხადებს, რომ აგვისტოს კენჭისყრის შედეგები გააყალბეს და რომ ოპოზიციონერმა აქტივისტმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა არჩევნებში.

მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში 12 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ასობით ადამიანი აწამეს, რამდენიმე დაიღუპა.

ევროკავშირი და აშშ ლუკაშენკოს არ ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S