Accentnews.ge
ერდოღანი:"ემანუელ მაკრონი ავადაა და უნდა შემოწმდეს"

ერდოღანი:"ემანუელ მაკრონი ავადაა და უნდა შემოწმდეს"

25/10/2020 19:55:15 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს "გზა აერია და შემოწმება სჭირდება.

მედია წერს, რომ თურქეთის ლიდერის გაღიზიანების მიზეზი საფრანგეთში მუსლიმების მიმართ არსებული დამოკიდებულებაა.

„საფრანგეთის პასუხისმგებელმა პირმა გზა დაკარგა. ის მთელი დღის განმავლობაში ერდოღანზე საუბრობს. ჯერ შეხედე საკუთარ თავს, სად მიდიხარ. გუშინ კაიზერიში ვთქვი, ის ავად არის და ნამდვილად უნდა შემოწმდეს“, – აღნიშნა ედოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა 24 ოქტომბერსაც თქვა, რომ ემანუელ მაკრონს პრობლემა აქვს მუსლიმებთან და ფსიქიატრიული შემოწმება სჭირდება.

ერდოღანის განცხადების შემდეგ, საფრანგეთმა თავის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S