50-მა ქვეყანამ ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა
25/10/2020 08:33:22 მსოფლიო
50-მა ქვეყანამ ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებას (NPT) ხელი მოაწერა. დოკუმენტი ძალაში ოფიციალურად 90 დღეში შევა.
საერთაშორისო ხელშეკრულება გულისხმობს ბირთვული ტიპის იარაღის შემუშავების, ტესტირების, შენახვის, შეძენის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების კრძალავს. "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" ხელმძღვანელის პიტერ მაურერმის განცხადებით, შეთანხმების ამოქმედება კაცობრიობის გამარჯვებისა და უსაფრთხო მომავალის გარანტიაა.
თუმცა, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის, ყველა ბირთვული სახელმწიფო და ნატო–ს ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, გერმანია, ხელშეკრულებას ბოიკოტს უცხადებენ. აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ მათი ბირთვული არსენალი შემაკავებელი ხასიათისაა და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი უერთდებიან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ სხვა დოკუმენტს - ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება (NPT). ქვეყნები, რომლებმაც NPT-ს არ შეუერთდნენ, ასევე არიან ინდოეთი, პაკისტანი და ისრაელი, რომლებიც სავარაუდოდ, ბირთვულ იარაღს ფლობენ. ჩრდილოეთ კორეა რომელსაც, სავარაუდოდ, ბირთვული ქობინი აქვს, NPT 2003 წელს დატოვა.


