საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა
25/10/2020 08:10:08 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 000 511–ს გადააჭარბა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია.
ბოლო პერიოდში საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. კერძოდ, ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში დაავადებით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 1900–ს აჭარბებს, სომხეთში – 2000–ს, აზერბაიჯანში – 800ს, რუსეთში – 16 000–ს.
- თურქეთი: 359 784 ინფიცირებული, 9 727 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 49 013 ინფიცირებული, 664 გარდაცვლილი
- სომხეთი: 77 837 ინფიცირებული, 1 180 გარდაცვლილი
- რუსეთი: 1 513 877 ინფიცირებული, 26 050 გარდაცვლილი
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 155 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 42 973 000–ზე მეტი ადამიანი, 31 684 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 10 767 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 201 გარდაიცვალა.


