როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით
25/10/2020 07:05:27 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა საქართველოში კვლავ თბილისში გამოვლინდა, თუმცა 24 ოქტომბრის მონაცემებთან შემდარებით კლება შეინიშნება. კერძოდ, მთავრობის მონაცემებით, რეგიონების მიხედვით COVID-19–ის ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 788;
- აჭარა – 551;
- იმერეთი – 245.
- ქვემო ქართლი – 87;
- შიდა ქართლი – 33;
- გურიაი – 35;
- სამეგრელო–ზემო სვანეთი – 93;
- კახეთი – 42;
- მცხეთა-მთიანეთი – 20;
- სამცხე-ჯავახეთი – 27;
- რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 7.
სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 17 437 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 11 403 – ბინაზე. მძიმეა 429 პაციენტი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 106 პირი.
გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 26 533 პირი, მათგან თბილისში – 3 237 ადამიანი, აჭარაში – 10 245, იმერეთში – 3 861. ამასთან, კარანტინის რეჟიმში რჩება 4 112 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 766, კოვიდ–სასტუმროებში – 2 268.
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 604 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 28 431 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 201 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 10 767 პირი გამოჯანმრთელდა.


