რეჯეფ თაიფ ერდოღანი: "ემანუელ მაკრონს მკურნალობა სჭირდება"
24/10/2020 19:43:58 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს მუსლიმებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამო მკურნალობა სჭირდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„რა პრობლემა აქვს მუსლიმებთან და ისლამთან მაკრონს? მას მკურნალობა სჭირდება. სხვა რა უნდა ვთქვათ ქვეყნის მეთაურზე, რომელსაც რელიგიის თავისფულება არ ესმის და რომელიც ასე ექცევა განსხვავებული აღმსარებლობის მქონე მილიონობით ადამიანს მის ქვეყანაში?“, - განაცხადა ერდოღანმა.
„როიტერი“ წერს, რომ ამით თურქეთის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მაკრონმა ისლამური სეპარატიზმის წინააღდეგ ბრძოლის პირობა დადო.


