Accentnews.ge
"ამოწურვადი საექიმო რესურსია და არა საწოლები ან სასუნთქი აპარატები"

"ამოწურვადი საექიმო რესურსია და არა საწოლები ან სასუნთქი აპარატები"

24/10/2020 13:18:16 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ პანდემიასთან დაკავშირებული წესების დაცვა განსაზღვრავს პანდემიის გავრცელების პიკსაც.

„ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან ყველა ის წესი, რომელსაც ეპიდომიოლოგები გვირჩევენ. პირბადეეების ინტენსიურ გამიყენება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, ჰიგიენა და სოციალური დისტანცირება. სწორედ ყოველივე ეს განსაზღვრავს შემდგომი პერიოდის რიცხვს, თუ რა იქნება გავრცელების პიკი“, - განაცხადა ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ სექტორი მაქსიმალურად მომზადებულია, მისი თქმიტ, მნიშვნელოვანია არა საწოლფონდი და სასუნთქი აპარატების რიცხვი, არამედ საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია.

„სწორედ ამის გამო არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და ყველა ის ზომა დავიცვათ, რომელიც პანდემიის პერიოდშია მოწოდებული“, - განაცხადა ტიკარაძემ. მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა პაციენტების მისაღებად მზად არის.

„ჩვენ ვდგამთ ყველა იმ საჭირო ნაბიჯს, რითაც ჯანდაცვის სისტემა არის მომზადებული იმისათვის, რომ მიიღოს პაციენტები იმ სამ სხვადასხვა დონეზე, რომლებიც ჩვენ დავანაწილეთ. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ ოჯახის ექიმის ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ სასტუმროებს, სადაც ჩვენი მოქალაქეები გადიან მკურნალობას იმ საავადმყოფოების ექიმების მხრიდან, რომლებიც კოვიდსასტუმროებში არიან დაკონტრაქტებული და ასევე, ვგულისხმობთ, თვითონ კლინიკებს, რომლებიც დღესდღეობით განსაზღვრულია, როგორც კოვიდ კლინიკები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 10 პაციენტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S