Accentnews.ge
თბილისში კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა – როგორ ნაწილდება ახალი "ქეისები" რეგიონების მიხედვით

თბილისში კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა – როგორ ნაწილდება ახალი "ქეისები" რეგიონების მიხედვით

24/10/2020 07:27:17 საზოგადოება

თბილისში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. კერძოდ, მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 1 034;
  • აჭარა – 320;
  • იმერეთში – 258;
  • ქვემო ქართლი – 107;
  • შიდა ქართლი – 68;
  • გურია – 12;
  • სამეგრელო–ზემო სვანეთი – 49;
  • კახეთი – 37;
  • მცხეთა-მთიანეთი – 36;
  • სამცხე-ჯავახეთი – 18;
  • რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 2.

სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 16 121 აქტიური შემთხვევაა, მათგან 3 571 მკურნალობს საავადმყოფოში, 10 257 კი – ბინაზე. ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსით დაავადებულთაგან 427–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 97 პირი.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 412 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 26 503 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 193 პაციენტი გარდაიცვალა, 10163 პირი გამოჯანმრთელდა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 4 180 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 571, კოვიდ–სასტუმროებში – 2 293, ხოლო თვითიზოლაციაში – 28 069 პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S