საქართველო ანტირეკორდის დამყარებას განაგრძობს –COVID-19–ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 26 500–ს გადააჭარბა
24/10/2020 07:21:17 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 412 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 26 503 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 193 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 10 163 პირი გამოჯანმრთელდა, .
უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათის განმავლობაში 1941 ახალი შემთხვევა საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 4 180 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 571, კოვიდ–სასტუმროებში – 2 293, ხოლო თვითიზოლაციაში – 28 069 პირი.


