Accentnews.ge
პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას COVID-19 დაუდასტურდა

პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას COVID-19 დაუდასტურდა

24/10/2020 07:04:33 მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბლაჟე სპიჩალსკიმ "Twitter"-ში პირად გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და სამედიცინო პერსონალთან მუდმივ კონტაქტში იმყოფება.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში Covid-19-ის ახალი შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.

უკანასკნელი მონაცემებით, პოლონეთში Covid-19-ის 228318 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 4 172 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S