Accentnews.ge
ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 84 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 84 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია

24/10/2020 06:38:47 მსოფლიო

ბოლო 24 საათში აშშ-ში Covid-19-ის 84 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

დღემდე ქვეყანაში ყველაზე მაღალ დღიურ მაჩვენებლად ინფიცირების 77 299 შემთხვევა მიიჩნეოდა, რომელიც 16 ივლისს დაფიქსირდა.

აშშ-ში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით, საერთო ჯამში, 8.5 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსმა 224 000-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

სადღეისოდ Covid-19-ის ინფიცირების ახალი შემთხვევები მკვეთრად იმატებს თითქმის ყველა შტატში. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვას გამორიცხავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 149 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 42 497 000–ზე მეტი ადამიანი, 31 430 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 183 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S