Accentnews.ge
Facebook-მა "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებული მედია tinp.ge-ს გვერდი და ჯგუფი წაშალა

Facebook-მა "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებული მედია tinp.ge-ს გვერდი და ჯგუფი წაშალა

23/10/2020 18:51:47 საზოგადოება

Facebook-მა "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებული ონლაინ მედია tinp.ge-ს გვერდი და ჯგუფი წაშალა.

Tinp.ge არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" სასარგებლოდ მოქმედი ონლაინ მედია, რომელიც თავს დამოუკიდებელ მედიად წარმოაჩენს.

როგორც "სამართლიანი არჩევნები" აცხადებს, Facebook პირად ანგარიშზე გასაჯაროვებული ცნობების მიხედვით, მოცემული სააგენტოს თანადამფუძნებელი და პროდიუსერი ომარ მძევაშვილია. სააგენტოს Facebook გვერდი პირველად 2019 წლის 17 ივლისს შეიქმნა სახელწოდებით - "Todayinpolitics.ge - დღეს პოლიტიკაში", თუმცა იგი იმავე წლის 8 ნოემბერს ახალმა გვერდმა ჩაანაცვლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S