Accentnews.ge
იტალიის კამპანიის რეგიონის მმართველი ცენტრალურ ხელისუფლებას ქვეყნის ჩაკეტვისკენ მოუწოდებს

იტალიის კამპანიის რეგიონის მმართველი ცენტრალურ ხელისუფლებას ქვეყნის ჩაკეტვისკენ მოუწოდებს

23/10/2020 13:15:44 მსოფლიო

იტალიის კამპანიის რეგიონის მმართველი ვინჩენცო დე ლუკა ცენტრალურ ხელისუფლებას ქვეყნის ჩაკეტვისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, აუცილებელია საყოველთაო კარანტინის ხელმეორედ შემოღება, რათა ქვეყანა Covid-19-ის მეორე ტალღას გაუმკლავდეს.

"კოვიდ–ინფიცირების სადღეისოდ არსებული მონაცემების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ნაწილობრივი შეზღუდვები არაეფექტური იქნება. აუცილებელია, ყველაფრის დახურვა გარდა რიგი კატეგორიებისა, როგორიცაა: მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, საკვები, ტრანსპორტი. აუცილებელია რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შორის მობილობის შეწყვეტა", – განაცხადა ვინჩენცო დე ლუკამ.

იტალიის ხელისუფლებამ "კომენდანტის საათი" უკვე დააწესა ლომბარდიის რეგიონში და იგივეს აპირებს ლაციოს რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ რომში. ლაციოს რეგიონში კომენდანტის საათი პარასკევს ღამის 12 სთ–დან ამოქმედდება. იგი ძალაში იქნება ყოველ დღე ღამის 12 სთ–დან ​დილის 5სთ–მდე.

რაც შეეხება ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვას, როგორც იტალიის პრემიერ–მინისტრი აცხადებს, "ყველაფერი უნდა გაკეთდეს, აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად".

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 16 079 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 36 968ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 460 000–ზე მეტი შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 143 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 42 068 000–ზე მეტი ადამიანი, 31 217 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 183 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S