Accentnews.ge
ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ნერგები დარგეს

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ნერგები დარგეს

23/10/2020 06:37:08 საზოგადოება

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 30-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო.

ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიას - „დარგე ხე“ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, მსახიობები და სპორტსმენები შეუერთდნენ. ღონისძიების მიზანია ტყის მოვლა-აღდგენასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი და ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სტერლინგ მორტონია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S