Accentnews.ge
დღეიდან PCR ტესტებთან ერთად ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტიც ჩატარდება

დღეიდან PCR ტესტებთან ერთად ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტიც ჩატარდება

23/10/2020 08:13:40 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, დღეიდან საქართველოში PCR ტესტირებასთან ერთად ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტიც ჩატარდება.

იმნაძის თქმით, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით ნაცხის აღება ცხვირიდან მოხდება და ის სამედიცინო დაწესებულებაში გაკეთდება. ამ შემთხვევაში პასუხსი მიღება 20 წუთის განმავლობაშია შესაძლებელი.

როგორც იმნაძე აღნიშნავს, ამ ეტაპისთვის სწრაფი ტესტების რაოდენობა 150 000-მდეა და ნახევარიმილიონი ტესტი შეკვეთილია.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 350 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 24 562 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 183 პაციენტი გარდაივალა, ხოლო 9 751 პირი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S