ახალ ინფიცირებულებს შორის 100–ზე მეტი სამედიცინო პერსონალია
23/10/2020 07:37:31 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექციით ინფიირებულ ახალ პაციენტებს შორის 131 სამედიცინო პერსონალია.
„სიმპტომებიანები ძირითადად, მიმართავენ ამბულატორიებს ან ლაბორატორიებს, სადაც ნახის აღება ხდება, ამიტომ, უმრავლესობა ამ დადებითებში [გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოვლენილ შემთხბებევში] არიან სიმპტომებიანი ადამიანები – 1345 და შემდეგ სამწუხაროდ, გვიინფიცირდება სამედიცინო პერსონალი –131. ეს არ არის მხოლოდ ექიმი, გახლავთ ექიმი–ექთანი და უმცროსი სამედიცინო პერსონალი. მოგეხსენებათ, ცნობილი ფაქტია, რომ ამ ინფექციის დროს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი სამწუხაროდ, ჩვენ ვართ“,– განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 350 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 24 562 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 183 პაციენტი გარდაივალა, ხოლო 9 751 პირი გამოჯანმრთელდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათის განმავლობაში 1 759 ახალი შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 4 408 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 355, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1 848.


