COVID-19-ის 1700–ზე მეტი ახალი შემთხვევა – საქართველო ანტირეკორდის დამყარებას განაგრძობს
23/10/2020 06:46:14 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 350 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 24 562 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 183 პაციენტი გარდაივალა, ხოლო 9 751 პირი გამოჯანმრთელდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათის განმავლობაში 1 759 ახალი შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 4 408 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 355, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1 848.


