მექსიკაში სამართალდამცველებმა ერთი ტონა კოკაინი ამოიღეს
23/10/2020 06:12:40 მსოფლიო
მექსიკაში სამართალდამცველებმა ერთი ტონა კოკაინი ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალება გემით გადაჰქონდათ.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ კოკაინის ათასზე მეტი შეკვრა ნახა. ცნობილია, რომ ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.


