Accentnews.ge
„წინა გამოთვლებით, COVID-19–ის პიკი დღეში 3–4–5 ათასი შემთხვევა იქნება“

„წინა გამოთვლებით, COVID-19–ის პიკი დღეში 3–4–5 ათასი შემთხვევა იქნება“

22/10/2020 13:28:19 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაასახელა ის სამი მთავარი ინსტრუმენტი, რომლებიც გარკვეული მათემატიკური მოდელირების ინსტრუმენტებია და კორონავირუსის გავრცელების ტენდენციებს აჩვენებს.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ჯერ–ჯერობით, ინსტრუმენტების პროგნოზებს ქვეყანა მცირე განსხვავებით მიჰყვება – კორონავირუსის ნავარაუდევზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, დასახელებული ინსტრუმენტების ცოტა ძველი პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის პიკი ნოემბრის შუა რიცხვებიდან უნდა დაიწყოს და ამ პროგნოზით დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს მიაღწევს.

გამყრელიძე ამბობს, რომ ნოემბრის პროგნოზები ხელახლა უნდა დათვალონ.

„მოგეხსენებათ, პროგნოზირება ძალიან უმადური რამ გახლავთ. არ არსებობს არც ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავდეს მაჩვენებელს. ჩვენს მოდელირებაში ვიყენებთ სამ ძირითად ინსტრუმენტს:

  • ამერიკის დაავადებათა კონტროლის ინსტრუმენტი, რომელიც შემუშავებული იყო პანდემიური გრიპის დროს 2009 წელს და ის ასევე გამოიყენება კორონავირუსულ ინფექციაზეც;
  • მეორე ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებდით გაზაფხულზე და ყველაზე კარგად დაემთხვა ის მოდელირება რეალობას, რომელიც შემდეგში განვითარდა, არის ვაზების უნივერსიტეტის ინსტრუმენტი;
  • ხოლო მესამე ინსტრუმენტი, რომელთანაც ჩვენი ცენტრი თანამშრომლობს, არის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და მას ჰქვია ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი.

ამ სამი ინსტრუმენტით ვხელმძღვანელობთ, საიდანაც ჩვენი ვარაუდი იყო, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გევქნებოდა. ეს ინსტრუმენტები გარკვეული მათემატიკური მოდელირების ინსტრუმენტებია, შეჰყავთ ბევრი სხვადასხვა მოცემულობა, რის შემდეგაც ინსტრუმენტები გითვლიან, დაახლოებით როგორი შეიძლება იყოს ინფექციის შემთხვევების მატების ტენდენცია.

როდესაც სექტემბრის ბოლოსთვის თავიდან დავიწყეთ ამ ინსტრუმენტებით მუშაობა, ჩვენ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა უნდა გვქონოდა. გარკვეულად მივყვებით ამ მონაცემებს, მაგრამ პირდაპირ გეტვით, ცოტა მეტი შემთხვევა გვაქვს. ამიტომ, კიდევ უნდა დავთავლოთ ნოემბრის პროგნოზები. წინა გამოთვლებით, კორონავირუსის პიკში ნოემბრის შუა რიცხვებიდან უნდა შევიდეთ. ეს პიკი იქნება სამი, ოთხი, თუ ხუთი ათასი დღეში, ჯერ არ ვიცით, არ გვინდა, რომ ოთხი–ხუთი ათასი გვქონდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, რეალობაა, რომ ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, თუმცა ვირუსის მართვა დღეს უკეთაა შესაძლებელი, ვიდრე იყო გაზაფხულზე.

„მოგეხსენებათ, კოვიდ-სასტუმროებში სამედიცინო პერსონალია და პაციენტები ყოველდღიურად ისინჯებიან სამედიცნო პერსონალის მიერ. ხოლო ბინაზე მყოფებთან ხდება დარეკვა. საკმაოდ კარგად გაიშალა ახლა პირველადი ჯანდაცვის ექიმების ჩართულობა ამ ქსელში. ქვეყანაში დაახლოებით 2 500-დან 3000-მდე პირველადი ჯანდაცვის ექიმია. ბინაზე დღეს არის 8 195. ანუ, თითოეულმა ექიმმა დღეში 3-4 ავადმყოფს რომ დაურეკოს, საკმარისია, დაურეკოს, მოიკითხოს, რა აწუხებს და ექიმი წყვეტს კითხვარის მიხედვით, ინფიცირებული ექვემდებარება თუ არა შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანას თუ სახლში დარჩება. არის კრიტერიუმები, ვის ვტოვებთ ბინაზე. რაც გინდა ვიღაცამ დაგვაბრალოს, რომ რაღაცას ვმალავ, ნამდვილად არ ვმალავ. არ ვმალავ იმას, რომ ინფიცირება გაიზრდება, სამაგიეროდ, ჩვენ უკვე ვისწავლეთ ამ ინფექციის უკეთესად მართვა, რაც ნამდვილად არ ვიცოდით გაზაფხულზე და ძალიან გვეშინოდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S