ვინ იყვნენ გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19–ით გარდაცვლილი პაციენტები
22/10/2020 10:46:54 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსს ექვსი პაციენტი ემსხვერპლა, მათგან ხუთი აჭარაში. ამ ხუთი პაციენტიდან სამი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კლინკა „მედინაში“, ერთი კი ქობულეთის სამედიცინო ცენტში გადიოდა მკურნალობას.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განხადების თანახმად, მათი ასაკი 40-დან 81 წელია.
„1. გარდაცვალება რესპუბლიკური საავადმყოფო -კაცი 81 წლის, შევიდა: 14.10.2020, გარდაიცვალა: 21.10.2020; დიაგნოზი: კოვიდ 19; ორმხრივი პნევმონია; სუნთქვის მწვავე უკმარისობა; შოკი.
2. გარდაცვალება რესპუბლიკური საავადმყოფო -ქალი 49 წლის, შევიდა: 18.10.2020, გარდაიცვალა: 21.10.2020; დიაგნოზი: კოვიდ 19; ორმხრივი პნევმონია; სუნთქვის მწვავე უკმარისობა; ანემია; შოკი; დაუზუსტებელი გულის გაჩერება; თანმხლები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა; დიალიზდამოკიდებული;
3. გარდაცვალება -ესპუბლიკური საავადმყოფო-კაცი 40 წლის; გარდაცვალების დრო: 21.10.20წ 03:10; თანმხლები: კოვიდ 19, ცე ჰეპატიტი, ღვიძლის დაავადება;
4. კლინიკა მედინა -კაცი, 66 წლის; შესვლის თარიღი 20.10.2020 გარდაცვალების 21 10 2020 23:15; დიაგნოზი: მიოკარდიუმის ინფარქტი; მძიმე სარქვლოვანი პატოლოგია; მარჯვენამხრივი; კოვიდ 19; პნევმონია;
5. ქობულეთის სამედიცინო ცენტრი-60 წლის კაცი-გარდაცვალება: 21.10.2020; დიაგნოზი: ორმხრივი მწვავე პნევმონია, გულის უკმარისობა“, – ნათქვამია სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეექვსე პაციენტი თერჯოლის კლინიკაში გარდაიცვალა. კლინიკა "თერჯოლამედის" დირექტორის დავით სარიშვილის ცნობით, 65 წლამდე მამაკაცი კლინიკაში 14 ოქტომბერს ქუთაისიდან შეიყვანეს. მას კორონავირუსთან ერთად, მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსულმა ინფექციამ 178 პაციენტი იმსხვერპლა. ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვალების ყველა ფაქტი კლინიკებში დაფიქსირდა.


