Accentnews.ge
შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო შესაძლოა, საავადმყოფოები გადაივსოს

შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო შესაძლოა, საავადმყოფოები გადაივსოს

22/10/2020 10:29:24 მსოფლიო

შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრი ელაიან ბერსეტი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში Covid-19-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, შესაძლოა, საავადმყოფოები გადაივსოს.

„მდგომარეობა ძალიან სწრაფად უარესდება. სამი კვირის წინ ჩვენ ევროპის კონტინენტზე ყველაზე კარგი ეპიდვითარება გვქონდა, სამი კვირის შემდეგ კი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობა სწორედ ჩვენთანაა“, – განაცხადა ელაიან ბერსეტმა.

შვიცარიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში Covid-19-ის 5 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 136 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 41 518 000–ზე მეტი ადამიანი, 30 931 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 401 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 178 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S