Accentnews.ge
ესპანეთსა და საფრანგეთში Covid-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

ესპანეთსა და საფრანგეთში Covid-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

22/10/2020 07:44:54 მსოფლიო

ესპანეთსა და საფრანგეთში Covid-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. კერძოდ, ესპანეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაავადების 1 005 295 შემთხვევა გამოვლინდა, საფრანგეთში – 1 000 369.

ორივე ქვეყანამ შეზღუდვები გაამკაცრა.

ესპანეთში, კატალონიის რეგიონში ბარები და რესტორნები 15 ოქტომბრიდან დაიხურა. მადრიდსა და მის მიმდებარე რაიონებში კი - საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ჩაიკეტა ქალაქი, 50%-ით შეიზღუდა სასტუმროებსა და რესტორნებში შემსვლელთა რაოდენობა, სოციალურ შეხვედრებზე ადამიანების რაოდენობა 6-მდე შეიზღუდა, მესამედამდე შემცირდა ღვთისმსახურებაზე დამსწრეთა რაოდენობა.

რაც შეეხება საფრანგეთს, 14 ოქტომბერს ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და კიდევ 8 ქალაქში (მარსელში, ლიონში, ექს-ან-პროვანსში, ლილში, რუანში, ტულუზაში, გრენობლში და მონპელიეში)"კომენდანტის საათი" და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დაწესებული შეზღუდვების თანახმად,

  • იკრძალება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება;
  • რესტორნები საღამოს საათებში კლიენტებს ვერ მოემსახურებიან;
  • გადაუდებელი მიზნებისთვის ღამით გადასაადგილებლად აუცილებელი იქნება სპეციალური ნებართვის მიღება;
  • შეკრებებზე ადამიანების რაოდენობა 10-მდე შეიზღუდა;
  • პირბადის ტარება პარიზსა და მის მიმდებარე რაიონებში ქუჩებშიც სავალდებულო გახდა [აღნიშნული შეზღუდვა 12 წლამდე ასაკის მოზარდებს არ ეხებათ];

სადღეისოდ საფრანგეთში სკოლები ფუნცქიონირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. დაშვებულია რეგიონებს შორის ტრანსპორტით გადაადგილებაც.

ახალი შეზღუდვების მიზეზად ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება სახელდება.

21 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის 16 თებერვლამდე გახანგრძლივებას გეგმავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 136 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 41 518 000–ზე მეტი ადამიანი, 30 931 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 401 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 178 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S