საქართველოში COVID-19–ის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
22/10/2020 06:50:35 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 398 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 22803 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 178 პაციენტი გარდაივალა, ხოლო 9 401 პირი გამოჯანმრთელდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათის განმავლობაში 1 595 ახალი შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 4 462 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 071, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1 772.


