Accentnews.ge
ზუგდიდში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

ზუგდიდში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

22/10/2020 05:11:43 საზოგადოება

ზუგდიდში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მძევლების გათავისუფლებისა და არსებული ვითარების შესახებ "როიტერი", "ესოშიეიტედ პრესი", "ებისისი ნიუსი" და სხვა გამოცემები წერენ. მასალებში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის 43-ივე მძევალი გათავისუფლებულია.

ფაქტი გააშუქეს პოლონურმა, თურქულმა, გერმანულმა მედიაგამოცემებმა.

„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლები 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა ერთ-ერთ მძევალს რამდენიმე ტელეკომპანიაში დაარეკინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურდა 500 ათასი დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია.

რამდენიმე საათში გამტაცებელმა სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკი და ავტომანქანით გაემგზავრა. მძევლებს შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა, რომელიც გამტაცებელს საკუთარი ნებით გაჰყვა.

რამდენიმე წუთით ადრე კი ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ „ფეიბუკზე" დაწერა, რომ პოლიციის წარმომადგენლებმა გამტაცებელთან ფული მიიტანა.

შსს აცხადებდა, რომ ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია.

რამდენიმე საათში გამტაცებელმა დანარჩენი მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა გაათავისუფლა.

უკვე ყოფილმა მძეველმა ლაშა შენგელიამ „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ ისინი სიბნელეში, მისთვის უცნობ ადგილზე გაათავისუფლეს. შენგელია ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს. ის ადასტურებს, რომ გამტაცებელს ხელყუმბარა ჰქონდა. ლაშა შენგელიას ინფორმაციით, გამტაცებელი მიიმალა.

როგორც შსს აღნიშნავს, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S