Accentnews.ge
საფრანგეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის 16 თებერვლამდე გახანგრძლივებას გეგმავს

საფრანგეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის 16 თებერვლამდე გახანგრძლივებას გეგმავს

21/10/2020 12:26:23 მსოფლიო

საფრანგეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის 16 თებერვლამდე გახანგრძლივებას გეგმავს, – ამის შესახებ მტავრობის პრეს–სპიკერმა გაბრიელ ატალმა განაცხადა.

მისივე თქმით, "კომენდანტის საათი" ქვეყნის სხვა ქალაქებშიც დაწესდება.

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და კიდევ 8 ქალაქში (მარსელში, ლიონში, ექს-ან-პროვანსში, ლილში, რუანში, ტულუზაში, გრენობლში და მონპელიეში)"კომენდანტის საათი" და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დაწესებული შეზღუდვების თანახმად,

  • იკრძალება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება;
  • რესტორნები საღამოს საათებში კლიენტებს ვერ მოემსახურებიან;
  • გადაუდებელი მიზნებისთვის ღამით გადასაადგილებლად აუცილებელი იქნება სპეციალური ნებართვის მიღება;
  • შეკრებებზე ადამიანების რაოდენობა 10-მდე შეიზღუდა;
  • პირბადის ტარება პარიზსა და მის მიმდებარე რაიონებში ქუჩებშიც სავალდებუო გახდა [აღნიშნული შეზღუდვა 12 წლამდე ასაკის მოხარდებს არ ეხებათ];

სადღეისოდ საფრანგეთში სკოლები ფუნცქიონირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. დაშვებულია რეგიონებს შორის ტრანსპორტით გადაადგილებაც.

ახალი შეზღუდვების მიზეზად ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება სახელდება.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 33 885 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 930 000–ზე მეტი შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 130 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 41 000 000–ზე მეტი ადამიანი, 30 646 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 003 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 172 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S