თურქეთი რიგი შეზღუდვების ხელმეორედ დაწესებას არ გამორიცხავს
21/10/2020 12:00:11 მსოფლიო
თურქეთი ბოლო პერიოდში Covid-19-ის ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო რიგი შეზღუდვების ხელმეორედ დაწესებას არ გამორიცხავს, – იუწყება Reuters.
მისივე ცნობით, დღის წესრიგშია შემდეგი ზომების ხელახლა მიღება:
რესტორნების და სხვა კვების ობიექტების დახურვა გარკვეულ საათებში;
ფიქსირებული საათების დაწესება, რომლის დროსაც ახალგაზრდებსა და 65 წელს გადაცილებულებს შეეძლებათ სახლის დატოვება;
ქვეყნის ჩაკეტვა შაბათ-კვირის განმავლობაში;
როგორც გამოცემა თურქ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, შეზღუდვების ხელახალი დაწესების შესახებ ხელისუფლება განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის პირველ ეტაპზე თურქეთში მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის გარკვეული პერიოდით ქვეყნის ჩაკეტვა, მოგზაურობის აკრძალვა, კაფეებისა და რესტორნების დახურვა მოქმედებდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 9500–მდე ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 350 000–ზე მეტი შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 130 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 41 000 000–ზე მეტი ადამიანი, 30 646 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 003 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 172 გარდაიცვალა.


