Accentnews.ge
რა ვიცით საქართველოში COVID-19–ით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტის შესახებ

რა ვიცით საქართველოში COVID-19–ით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტის შესახებ

21/10/2020 10:00:03 საზოგადოება

30 წლამდე პაციენტი, რომელიც კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მკურნალობდა,– ამის შესახებ პირველი არხი ჰოსპიტალის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.

ირკვევა, რომ პაციენტი ჰოსპიტალში 18 ოქტომბერს ნინოწმინდიდან გადაიყვანეს. მას კლინიკაში შეყვანისთანავე გართულებები აღენიშნებოდა. ამასთან, კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტს რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა ცხელება და სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებისადმი მიმართვა დაგვიანებული იყო.

კლინიკის თანახმად, პაციენტი ჭარბწონიანი იყო და მას რაიმე ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა.

30 წამლდე პაციენტი 19 ოქტომბერს იქამდე გარდაიცვალა, ვიდრე კორონავირუსზე ტესტის პასუხი იქნებოდა ცნობილი. თუმცა როგორც ჰოსპიტალში განმარტავენ, კლინიკაში მიყვანისთანავე კოვიდინფექციაზე მიიტანეს ეჭვი, რის გამოც პაციენტს შესაბამისი მკურნალონა ჩაუტარდა, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან ყველაზე ახალგაზრდა 30 წლამდე იყო. ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე COVID-19–ს 172 პაციენტი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S