Accentnews.ge
ბოლო 72 საათში ბრიტანეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი გასამმაგდა

ბოლო 72 საათში ბრიტანეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი გასამმაგდა

21/10/2020 09:39:33 მსოფლიო

ბოლო 72 საათში გაერთიანებულ სამეფოში Covid-19-ით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი 3–ჯერ გაიზარდა. კერძოდ, დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 241 ადამიანი იმსხვერპლა მაშინ, როცა 2 დღის წინ ეს მაჩვენებელი 80–ს შეადგენდა.

როგორც ქვეყნის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, 241–ვე პირი დაავადების დადასტურებიდან 28 დღეში დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში Covid-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ევროპის მასშტაბით კორონავირუსმა ყველაზე მეტი ადამიანი დიდ ბრიტანეთში იმსხვერპლა. დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობით მეორე ადგილს იტალია იკავებს, მესამეს – ესპანეთი , ხოლო მეოთხეს – საფრანგეთი.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, ევროპაში სიკვდილიანობის მიზეზებს შორის Covid-19–ს უკვე მე–5 ადგილი უკავია.

კორონავირუსის მეორე ტალღის გააქტიურებასთან ერთად ევროპის ქვეყნებმა ახალი რეგულაციები შემოიღეს. მათი უმეტესობა ვირუსთან გამკლავებას დიდი თავყრილობების აკრძალვებითა და პირბადეების ტარებით ცდილობს.

მსოფლიოში Covid-19-ით ყველაზე მეტი ადამიანი ლათინური ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში დაიღუპა.

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს საქართველოში, ქვეყანაში ბოლო სამი კვირის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა ერთეული შემთხვევებით მაგრამ, მაინც მოიმატა. როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, ქვეყანას ამ ეტაპზე „სიკვდილიანობის მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტი აქვს ევროპაში“.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 130 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 41 000 000–ზე მეტი ადამიანი, 30 646 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 003 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 172 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S