„ქართული ოცნების“ აქციებზე ვასრულებთ „მასოვკის“ როლს“ – სტუდენტები ადმინისტრაციის წინააღმდეგ
21/10/2020 09:18:30 პოლიტიკა, საზოგადოება
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი და სტუდენტური თვითმმართველობის რიგი წევრები აცხადებენ, რომ თვითმმართველობა პარტიულ ინტერესებს ატარებს. კერძოდ, თვითმმართველობა სტუდენტების მობილიზებას ახორიელებს „ქართული ოცნების“ სხვადასხვა აქტივობებზე მასის როლის შესასრულებლად. მათ აღნიშნულის წინააღმდეგ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქციაც გამართეს.
აქიის მონაწილეები აღნიშნულ ბრალდბას თვითმმართველობის პრეზიდენტს რატი გურგენიძეს უყენებენ და უნივერსიტეტისგან რეაგირებას მოითხოვენ.
„პარტიული სტუდენტური თვითმმართველობა დაკავშირებულია მმართველ პარტიასთან, იყენებს სტუდენტურ ადმინისტრაციულ რესურსს ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის, რაც უნივერსიტეტის ატონომიურობისა და დამოუკიდელობის იდეას ეწინააღმდეგება.
გვავალებს [თვითმმართველობის პრეზიდენტი], რომ ვიაროთ აქციებზე. თუ ვერ მიგვყავს სტუდენტები, აუილებლად უნდა წავიყვანოთ დაქალი, რადგან ჩვენ ყველგან „მასოვკის“ როლს ვასრულებთ და ეს პრობლემა ჩვენს უნივერსიტეტში დგას“,– განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მათ ადმინისტრაციას საკუთარი მოთხოვნები გააცნეს და რეაგირების არ მოხდენის შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან.


