Accentnews.ge
მინისტრი ამბობს, რომ COVID-19–ით ინფიცირებულ პაციენტებთან სასწრაფოს 2-3 საათით დაყოვნება „ნორმალურია“

მინისტრი ამბობს, რომ COVID-19–ით ინფიცირებულ პაციენტებთან სასწრაფოს 2-3 საათით დაყოვნება „ნორმალურია“

21/10/2020 08:10:15 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მომსახურება გეგმიური პროცესია და სასწრაფო დახმარების 2-3 საათით დაყოვნება, პანდემიის პერიოდში, ნორმალურია.

„ვირუსით დაავადებული ადამიანი არ არის კარდიოლოგიური ან ნერვოლოგიური სისტემით დაავადებული ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება 20 წუთში სასწრაფო ბრიგადის ადგილზე მისვლა“, - აცხადებს ტიკარაძე და განაგრძობს: „ამ პერიოდში ჩვენი ექიმები საჭიროებენ თავიანთი აღჭურვილობის გამოცვლას, ისინი მუშაობენ სრული დატვირთულობით და აქედან გამომდინარე ეს პრეტენზიაც სასწრაფო დახმარების მიმართ არის არაკორექტული“.

ნობისთვის: მოქალაქეები კვლავ საუბრობენ, რომ "ცხელების ცენტრებში" რიგებია, 112–თან დაკავშირება პრობლემურია, ხოლო სასწრაფო გამოძახებებზე რამდენიმე საათით აგვიანებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S