Accentnews.ge
"მიკროავტობუსის 24 მძღოლი პირბადის არტარების გამო ხაზიდან დროებით მოხსნეს"

"მიკროავტობუსის 24 მძღოლი პირბადის არტარების გამო ხაზიდან დროებით მოხსნეს"

21/10/2020 07:50:48 საზოგადოება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით მიკროავტობუსის 24 მძღოლი ორი დღით მოიხსნა ხაზიდან პირბადის არტარების გამო.

"გამოვავლინეთ მიკროავტობუსის 24 მძღოლი, რომელიც პირბადის გარეშე მართავდა. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამას კომპანიისა და ჩვენი სამსახურების მხრიდანაც მოყვება მკაცრი რეაგირება. ამ 24 მძღოლის მიმართ სანქციები დავაწესეთ - ისინი 2 დღე ვერ იმუშავებენ, რათა იცოდნენ, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ", - განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, გამოავლინეს 224 მოქალაქე, რომლებიც ეცადნენ, მიკროავტობუსში პირბადის გარეშე ასულიყვნენ.

თბილისის მერმა, ასევე აღნიშნა, რომ პრობლემები იყო ავტობუსებშიც, სადაც 2 088 მგზავრი ეცადა ავტობუსში პირბადის გარეშე ასვლას:

"ისინი არ აუშვეს ავტობუსში. ასევე, დაახლოებით 1500-მდე მგზავრს მისცეს გაფრთხილება, იმისთვის, რომ მხოლოდ პირზე ეკეთათ პირბადე. 116-ჯერ არ დაიძრა ავტობუსი იმის გამო, რომ მგზავრი არ იკეთებდა პირბადეს. იყო პატრულის გამოძახების 21 შემთხვევა".

ივნისში კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 14 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 172 პირი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S