Accentnews.ge
COVID-19-ით გარდაცვლილ 14 პაციენტს შორის 30 წლამდე ასაკის პირიცაა

COVID-19-ით გარდაცვლილ 14 პაციენტს შორის 30 წლამდე ასაკის პირიცაა

21/10/2020 07:42:09 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გარდაცვლილი 14 პაციენტიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა.

„სამწუხაროდ, 14 გარდაცვლილია დღეს. სხვადასხვა კლინიკაა. არ ჩამოგითვლით კლინიკებს. არის ბათუმიც, არის ქუთაისიცა და თბილისიც. რაც შეხება ასაკს, ძირითადად, არიან ხანდაზმული ასაკის პაციენტები, მაგრამ ერთია ახალგაზრდა, 30 წლამდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ამ შემთხვევასთან დაკაშირებით დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მიზეზების გასარკვევად კლინიკური კვლევევბი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, გარდაცვალების ყველა შემთხვევა კლინიკებში დაფიქსირდა, მათ შორის თბილისში, აჭარაში და იმერეთში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S