Accentnews.ge
ჯანმო – ბოლო 7 დღის განმავლობაში მსოფლიოში Covid-19-ის 2,4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანმო – ბოლო 7 დღის განმავლობაში მსოფლიოში Covid-19-ის 2,4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

21/10/2020 07:38:12 მსოფლიო

ბოლო 7 დღის განმავლობაში მსოფლიოში Covid-19-ის 2,4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ჯანმოს ცნობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა.

მისივე ცნობით, ბოლო პერიოდში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში. კორონავირუსის მეორე ტალღის გააქტიურებასთან ერთად ევროპის ქვეყნებმა ახალი რეგულაციები შემოიღეს. მათი უმეტესობა ვირუსთან გამკლავებას დიდი თავყრილობების აკრძალვებითა და პირბადეების ტარებით ცდილობს.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 130 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 41 000 000–ზე მეტი ადამიანი, 30 646 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 003 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 172 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S