Accentnews.ge
მეზვრიშვილი: „თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამის შესახებ ვიტყვით“

მეზვრიშვილი: „თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამის შესახებ ვიტყვით“

21/10/2020 07:23:47 საზოგადოება

მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, მხოლოდ ოფიციალური ცნობებით იხელმძღვანელონ.

როგორც დღეს, 21 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს პაციენტები ბინაზე მეთვალყურეობის გარეშე არიან მიტოვებულები, კლინიკებში კი ადგილი არაა, რაც მისი თქმით, რეალობას არ შეესაბამება.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბინაზე დატოვებულ პირებთან კონტაქტზე ოჯახის ექიმები არიან, რათა კლინიკებში ადგილი იყოს მძიმე პაციენტებისთვის.

მისივე თქმით, ერთეული შემთხვევები, სადაც ხარვეზები ფიქსირდება, არ უნდა განზოგადდეს, თითქოს სისტემა პარალიზებულია. ამიტომ, ის მოქალაქეებს მოუწოდებს, მხოლოდ ოფიციალური განცხადებებით იხელმძღვანელონ.

„მერწმუნეთ, თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამის შესახებ ამ ტრიბუნიდან ვიტყვით. სიმართლე ისაა, რასაც საბჭოს წევრები ამბობენ ამ ტრიბუნიდან. რაც არ უნდა მწარე იყოს ის, გამოვალთ და ვიტყვით“,– დასძინა მეზვრიშვილმა.

სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსის 11 303 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან მძიმეა 372 პაციენტის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთვის აპარატზე იმყოფება 78 პირი. 6 542 პირი ბინაზე გადის მკურნალობას.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 337 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 21 208 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 172 პაციენტი გარდაივალა, ხოლო 9 003 პირი გამოჯანმრთელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათის განმავლობაში 1 351 ახალი შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 6 582 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 895, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1420, 21 000–ზე მეტი მოქალაქე თვითიზოლაციაშია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S