როგორ ნაწილდება COVID–19–-ის ახალი შემთხვევები საქართველოს რეგიონების მიხედვით
21/10/2020 07:13:22 საზოგადოება
გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში დაფიქსირდა. კერძოდ, მთავრობის ცნობით, რეგიონების მიხედვით კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 445
- აჭარა – 369
- იმერეთი – 295
- ქვემო ქართლი – 76
- სამეგრელო–ზემო სვანეთი – 66
- მცხეთა–მთიანეთი – 23
- შიდა ქართლი – 23
- კახეთი – 20
- სამცხე–ჯავახეთი – 18
- გურია – 15
- რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი –1
ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსის 11 033 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან მძიმეა 372 პაციენტის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთვის აპარატზე იმყოფება 78 პირი. 6 542 პირი ბინაზე გადის მკურნალობას.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 337 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 21 208 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 172 პაციენტი გარდაივალა, ხოლო 9 003 პირი გამოჯანმრთელდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათის განმავლობაში 1 351 ახალი შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 6 582 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 895, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1420, 21 000–ზე მეტი მოქალაქე თვითიზოლაციაშია.


